მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამის CEERES ვადის გახანგრძლივების შესახებ

ახალი ამბები

2020 წელს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ერაზმუს მუნდუსის კონკურსის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES) – ხუთი წლის ვადით გაუხანგრძლივდა დაფინანსება.

პროგრამა ხორციელდება რვა პარტნიორი უნივერსიტეტისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის მხარდაჭერით, მათ შორისაა გლაზგოს, ტარტუსა და იაგელონიის უნივერსიტეტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე მიიღო საერთაშორისო სტუდენტთა ორი ნაკადი და მათგან პირველი კურსდამთავრებულებიც ჰყავს კავკასიის კვლევების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ილიაუნი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელსაც შეუძლია ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ხარისხის მინიჭება და დიპლომის გაცემა პროგრამაში ჩართულ სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად.
პროგრამაზე მიღების პროცესს გლაზგოს უნივერსიტეტი კოორდინირებს, ხოლო სწავლის გასაგრძელებლად და დაფინანსების მოსაპოვებლად მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც აფასებენ საერთაშორისო კონსორციუმში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტები.

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://ceeres-erasmusmundus.eu/

ბანერები