


საფრანგეთის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ანა რურკას ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი ამბები
23 ოქტომბერს საფრანგეთის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ანა რურკამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის გამართა ლექცია/სემინარი საფრანგეთში სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის, სოციალური მუშაობის კვლევების და არსებული გამოწვევების შესახებ.
პროფესორი ანა რურკა საფრანგეთის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის განათლებისა და ტრენინგების დეპარტამენტის დირექტორი, განათლებისა და ტრენინგების კვლევითი ცენტრის (UR 1589) ხელმძღვანელია, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ყოფილი პრეზიდენტი ევროპის საბჭოში (INGOs Conference of the Council of Europe) და ბავშვისა და ოჯახის დაცვის ევროპის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (the European Committee for Home-based Priority Action for the Child and the Family).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მონაწილეობს ერაზმუს+ ბილატერულ მობილობის პროგრამაში საფრანგეთის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის (the University Paris-Nanterre) ფსიქოლოგიურ და განათლების მეცნიერებებისა და ტრენინგების ფაკულტეტთან (Faculty of Psychological Sciences, Sciences of Education and Training) ერთად.
პროექტის მიზანია სოციალური მუშაობის მიმართულების ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზის ნანტერის უნივერსიტეტს შორის.
პროექტში 2023 წლიდან დღემდე მონაწილეობდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 5-5 სტუდენტი. ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის და მიაღწია ინტერნაციონალიზაციის მაღალ დონეს.
იხილეთ ფოტოები და საინფორმაციო ვიდეო.
2024
გალერეა