


საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სერვანტესის ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2023 წელს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამჯერ.
- ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) სასკოლო დონეებისათვის A1, A2/ B1 ჩატარდება 12 მაისს; ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონეებისთვის – 13 მაისს.
ამ თარიღებისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი (ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00 სთ). - ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) სასკოლო დონეებისათვის A2, B1, B2, C1 ჩატარდება 7 ივლისს.
ამ თარიღისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 მაისი (ორშაბათი-პარასკევი. 11:00-17:00 სთ). - ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) სასკოლო დონეებისათვის A1, A2/ B1 ჩატარდება 17 ნოემბერს, ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონეებისთვის – 18 ნოემბერს.
ამ თარიღებისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი (ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00 სთ).
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 204) რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ 204861970 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997261,
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი – TRESGE22. დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაში (DELE) მონაწილეობის მსურველთათვის გამოცდის საფასური:
დონე A1 – 81 ₾.
დონე A2 – 85 ₾ .
დონე B1 – 90 ₾.
დონე B2 – 127 ₾.
დონე C1 – 150 ₾.
დონე C2 – 164 ₾.
სასკოლო დონე:
დონე A1 – 81 ₾.
დონე A2/ B1 – 90 ₾.
2023 წელი