საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში
ახალი ამბები
3-8 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევით ბაზაზე გაიმართა მეორე საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სკოლაში მონაწილეობდნენ ინგლისის, ირლანდიის, შვედეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები.
პროფესორებმა – ანაბელ ლევერმა (სიანს პო პარი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი), ესპენ გამლუნდმა (ბერგენის უნივერსიტეტი), მეთიუ ლინდაუერმა (ბრუკლინის კოლეჯი, ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტი), აქსელ გოსრიმ (ლუვენ-ლა-ნოვის კათოლიკური უნივერსიტეტი) – წაიკითხეს ლექციები და გამართეს სემინარები შემდეგ თემებზე:
- ექსპერიმენტული პოლიტიკური ფილოსოფია;
- გარემოსა და ცხოველთა ეთიკა;
- დემოკრატიის თეორია;
- ზიანის ცნების მნიშვნელობა და შეზღუდვები ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში.
სკოლის მასპინძელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი;
თანაორგანიზატორი – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvaine) ეკონომიკური და სოციალური ეთიკის ჰუვერის კათედრა;
ფინანსური მხარდამჭერი – სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
2024
გალერეა