მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება 2018-2019 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2018-2019 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ გაიარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების წინაშე. ამასთან, იმ აპელანტების შემთხვევაში, რომელთაც გაასაჩივრეს პორტფოლიოს, ესეს, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, მოხდება მათი გადახედვა და შეფასება შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების მიერ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც არ გამოცხადებულან გამოცდაზე მიმღებ კომისიასთან, სააპელაციო გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.

გაითვალისწინეთ, სააპელაციო გასაუბრებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი.


სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში:

 


შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები),  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2018 წლის 17 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 18-19 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში 
  • სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 20-21 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ლელა ბერიძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები