მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სააპელაციო გასაუბრების განრიგი - მიღება 2017-2018 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2017-2018 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ, გაიარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების წინაშე. ამასთან, იმ აპელანტების განაცხადებს, რომელთაც გაასაჩივრეს პორტფოლიოს, ესეს, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, გადახედავენ  და შეაფასებენ შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც არ გამოცხადებულან გამოცდაზე მიმღებ კომისიასთან, სააპელაციო გასაუბრებაზე არ დაიშვებიან!

მნიშვნელოვანია! სააპელაციო გასაუბრებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი

სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში:

უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვისგანმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

გამოყენებითი ენათმეცნიერება  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

ფილოსოფია – განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

არქეოლოგია  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება)  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

განათლების ადმინისტრირება  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სპეციალური განათლება  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სამაგისტრო პროგრამების: ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

საზოგადოებრივი ურთიერთობები – განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები)  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სოციოლოგია  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

რელიგიის კვლევები  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სოციალური სამუშაო  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), პირადი ნომრების მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 18 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან  2017 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდეA 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან  2017 წლის 21-22 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 21 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge 

საკონტაქტო პირი: ნინო კახაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები