


რეგისტრაცია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა“ შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025-2026 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.
შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 2-დან 22 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/W8Ykff1wG7hUsxvm8
შემოქმედებითი ტური ჩატარდება 27 მაისიდან 2 ივნისის შუალედში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრში. შემოქმედებით ტურზე ყურადღება მიექცევა კონკურსანტის მოტივაციას და სფეროს შესახებ ზოგად ცოდნას.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, შემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებს, ასევე, შემოქმედებითი ტურის დებულებას (დანართი 1).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე: tour.music@iliauni.edu.ge
2025