მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რეგისტრაცია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025-2026 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე: „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)’’  ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 2-დან 22 მაისის ჩათვლით.

შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/XfLrkoCcSDTpjta19

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით „არქივის“ (ZiP) ფორმატში, მაქსიმუმ 10 GB მოცულობით.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, შემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებს, შემოქმედებითი ტურის დებულებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები