მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“. 

მომხსენებელი შეეხება ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს (კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და ეცდება უპასუხოს ფილოსოფიურ, მორალურ და სამართლებრივ კითხვას – სამართლიანობა დამოკიდებულია თუ არა დროზე. 

უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. 

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 23 ოქტომბერი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32  

დასწრება თავისუფალია. 

2024

ბანერები