


პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“
ღონისძიებები
21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“.
მომხსენებელი განიხილავს ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ პრობლემატიკას. ჰესიოდე დროითი ცვლილების, თვეების, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ მამამისზე, ურანოსზე, განხორციელებულ ძალადობის აქტს, შესაბამისად, დროის წარმოქმნას განიხილავს, როგორც ძალადობის პრიმორდიალურ აქტს.
უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2024