პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ილიაუნიში
ღონისძიებები
10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია.
ჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე, ნინო ტიკარაძე და ლევან წკრიალაშვილი.
ფრენსის ფუკუიამას „პოლიტიკური წესრიგი და პოლიტიკური დაკნინება“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი დავით აფრასიძე, მთარგმნელები – დავით აფრასიძე, ანა მიქაუტაძე, ნინო ტიკარაძე და თამარ ქუმსიაშვილი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.
2024