


მკვლევარ რავზა ალთუნთაშ ჩაქირის საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ღონისძიებები
6 და 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის მოწვეული მკვლევარი, მარმარის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რავზა ალთუნთაშ ჩაქირი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის წაიკითხავს ლექციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ისლამურ სამყაროში მოდერნულობისა და დემოკრატიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების გააზრებას.
„ისლამი და მოდერნულობა“
მომხსენებელი განიხილავს დებატებს მოდერნულობის შესახებ ისლამურ აზროვნებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისლამური მოდერნისტული მოძრაობის წარმომადგენელთა, მათ შორის მუჰამად აბდუსა და ფაზლურ რაჰმანის, კონცეპტუალურ მემკვიდრეობას. ისაუბრებს დინამიკის შესახებ, რომელიც არსებობს ტრადიციასა და რეფორმას შორის თანამედროვე მუსლიმურ საზოგადოებებში, იმსჯელებს მრავალგვარი მოდერნულობის კონცეფციაზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 6 მაისი, 17:00-18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, სხდომათა დარბაზი N201/202, გ.წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
„მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორიის შესახებ“
განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მულტიკულტურალიზმი, სეკულარიზმი, კონსტიტუციონალიზმი და საზოგადოებრივი სფეროს მოწყობა. წარმოადგენს მუსლიმური დემოკრატიის იდეას, როგორც პოლიტიკური, და არა თეოლოგიური, თეორიის განხილვის საგანს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 7 მაისი, 12:00-13:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, სხდომათა დარბაზი N201/202, გ.წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
მომხსენებლის შესახებ
რავზა ალთუნთაშ ჩაქირი მარმარის უნივერსიტეტის შუა აღმოსავლეთისა და ისლამური კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორია. 2018 წელს დოქტორის ხარისხი მოიპოვა დარჰემის უნივერსიტეტში. მისი მონოგრაფია „მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორია“ (Edinburgh University Press, 2022) 2024 წელს ითარგმნა არაბულად და გამოიცა კატარის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
2025