მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დარეგისტრირებული მაგისტრობის კანდიდატებისთვის სამაგისტრო პროგრამაზე „ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 8 ნოემბერს.

შიდა გამოცდა ჩატარდება დისტანციურად ელექტრონული სწავლების პორტალის elearning.iliauni.edu.ge გამოყენებით. შიდა გამოცდის შეფასების სქემების შესახებ დეტალური ინფორმაცია პროგრამების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/57/57153.pdf

დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატის, ზუსტი დროისა და ელექტრონული სწავლების პორტალზე eleraning.iliauni.edu.ge რეგისტრაციის ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგის აპელაცია

იმ შემთხვევაში, თუ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგი მაგისტრანტობის კანდიდატისათვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, აპლიკანტმა საპრეტენზიო განაცხადი უნდა გადმოგზავნოს 2020 წლის 10 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე arts_sciences@iliauni.edu.ge.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით მაგისტრანტობის კანდიდატებს ეცნობება არა უგვიანეს 11 ნოემბრისა.

 

ბანერები