მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება არაბული ენის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე

ახალი ამბები

კატარის უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს არაბული ენის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამას Arabic Program for Non-Native Speakers.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
  • გასული წლების განმავლობაში ამავე პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია;
  • საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  • უნდა შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურად ან არაბულად სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.

პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადები მიიღება 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/fopR4

2024

 

ბანერები