


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და არსებული პროგრამების მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე მუშაობა (პროგრამებისა და კურსების შეფასების დაგეგმვა, პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის დანერგვა-განვითარება, სასწავლო პროცესის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება და სხვა);
- საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და შედეგების დოკუმენტირება;
- საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შეხვედრებში, სემინარებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობა (საგანმანათლებლო პროგრამების გარე და შიდა შეფასების პროცედურების უზრუნველყოფა);
- აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესებისთვის;
- პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ სტუდენტების კონსულტირება და კოორდინაცია;
- მოწინავე ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილების შესწავლა;
- საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ფარგლებში ტრენინგების მომზადება/ჩატარება;
- საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გზამკვლევებისა და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საჭიროების მიხედვით ფაკულტეტის სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
- პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წესების, რეგულაციების, კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნებისა და კომპლექსური ხედვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- პუნქტუალობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
- ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი)
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
- გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით;
- შესაძლოა, დაემატოს მესამე ეტაპიც.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები, სერტიფიკატები ან ცნობა სწავლის შესახებ;
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ ერთ დოკუმენტად აკინძული საბუთები ელფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2024