მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და არსებული პროგრამების მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე მუშაობა (პროგრამებისა და კურსების შეფასების დაგეგმვა, პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის დანერგვა-განვითარება, სასწავლო პროცესის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება და სხვ.);
  • საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და შედეგების დოკუმენტირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შეხვედრებში, სემინარებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობა (საგანმანათლებლო პროგრამების გარე და შიდა შეფასების პროცედურების უზრუნველყოფა);
  • აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესებისთვის;
  • პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ სტუდენტების კონსულტირება და კოორდინაცია;
  • მოწინავე ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილების შესწავლა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ფარგლებში ტრენინგების მომზადება-ჩატარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გზამკვლევებისა და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საჭიროების მიხედვით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, თბილისი 0162, საქართველო

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საბუთები ერთ დოკუმენტად 2023 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

საბუთების ჩამონათვალი:

  • რეზიუმე (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება –მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: რეზიუმეების განხილვა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

2023 წელი

 

ბანერები