


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!
განცხადებები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გაზაფხულის სემესტრის დაგეგმვასთან დაკავშირებით იწყებს კონსულტაციებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისთვის.
კონსულტაციის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრში – A 204 ოთახში; ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 2 22 00 09 (200). რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 15 მარტიდან.
კონსულტაციები დაიწყება 18 მარტიდან და გაგრძელდება არგუსის არჩევის რეჟიმის დახურვამდე.
წარმატებულ გაზაფხულის სემესტრს გისურვებთ!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონსულტაციების მიზანია, დაგეხმაროთ სემესტრის სწორად დაგეგმვაში. შესაბამისად, საკონსულტაციო შეხვედრებზე მიიღებთ რჩევებს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, და არა ისეთ საკითხზე, როგორიცაა, მაგ., საგნების ან ჯგუფების შეცვლის მოთხოვნის განხილვა და ა. შ.
საგნებზე დარეგისტრირებისას შესაძლო პრობლემების, საგნების ან ჯგუფების შეცვლის მოთხოვნისა და მსგავს თემებთან დაკავშირებით უნდა მოგვმართოთ განცხადებით. ადმინისტრაცია განიხილავს ყველა განცხადებას და გადაწყვეტილება გეცნობებათ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.