მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შვიდი სტუდენტი უფასოდ შეძლებს სწავლას

ახალი ამბები

7 ნოემბერს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გვალია ამავე ფაკულტეტის „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის (I-VI კლასები) მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის“ პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა.

ამ სტუდენტებმა ზემოხსენებულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა შორის რეიტინგით პირველი შვიდი ადგილი დაიკავეს, ამიტომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების ფარგლებში სახელმწიფო სრულად დააფინანსებს მათი სწავლის საფასურს.

ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს გააცნო გადაწყვეტილება მათი სწავლის საფასურისგან გათავისუფლების შესახებ, ესაუბრა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. 

ბანერები