მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით
ახალი ამბები
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთ.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები მოცემულია პროგრამების მიხედვით.
- ანგლისტიკა – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- რომანული ფილოლოგია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- გამოყენებითი ენათმეცნიერება – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- რელიგიის კვლევები – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- ფილოსოფია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- შუა საუკუნეების კვლევები – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- არქეოლოგია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- თანამედროვე საქართველოს ისტორია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- კინომცოდნეობა – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- ადიქციის კვლევები – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- სოციოლოგია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- სოციალური მუშაობა – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია სათადარიგო სია
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
- ფსიქიკური ჯანმრთელობა – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
_____________________________________________________________________________
ხელშეკრულების გაფორმება
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 14-დან 18 სექტემბრის 12:00 საათამდე A 103 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №32)
ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 14, 15 და 16 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 17 და 18 სექტემბრის 12:00 საათამდე.
_____________________________________________________________________________
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 16 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
______________________________________________________________________________
საკონტაქტო პირები
თინათინ ასანიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge
მარიამ ჩორგოლაშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
2024