მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
  • საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტების ბაზის წარმოება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
  • საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების მუშაობის კოორდინირება;
  • ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურისთვის;
  • დეკანთან ანგარიშის წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ;
  • ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართვა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);
  • ინგლისურ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
  • უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
    • დროის მართვის უნარი;
    • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    • ემოციების მართვის უნარი;
    • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ განაცხადები გამოგზავნოთ 10 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება – საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას);
  • სამოტივაციო წერილი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია).

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  2.  გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების სავარაუდო თარიღი: 2022 წლის 11-15 მარტი

2022 წელი

 

ბანერები