მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია და არჩევნები

ახალი ამბები

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 22 მარტის ბრძანების N620-02 (იხ. დანართი 1) შესაბამისად, ცხადდება არჩევნები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე.

საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 25-დან 29 მარტის 18:00 საათის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ან  უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge.  წარსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე (დანართი 2);
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი.

არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 4 აპრილს, 15:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, A202 აუდიტორია).

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

დანართი 1: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება (N620-02; 22/03/2024) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების თარიღის შესახებ

დანართი 2: უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე განაცხადის ფორმა

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები