მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟიორები გაეცნობიან და შეისწავლიან ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების  მიღების პროცესებს, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს  და ჩაერთვებიან მიღების პროცედურებში.

განსახორციელებელი საქმიანობა:

2024 წლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის  კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:

  • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  • ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • სტუდენტების პირადი საქმეების ორგანიზება;
  • დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება;
  • ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა.

მინიმალური მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

სტაჟირების პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
  • ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
  • სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
  • (ზოგიერთი სამუშაო დღე ემთხვევა შაბათ-კვირას);
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 12 აგვისტოდან 2024 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით;
  • ანაზღაურება: ერთჯერადად 300 ლარი (დარიცხული);
  • გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად: 

  • წარმოდგენილი დოკუმენტების შერჩევა;
  • გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი,  ასევე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) pdf ფორმატით, ერთ დოკუმენტად აკინძული,  2024 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge  

წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ: ‘სტაჟირება (რეგისტრარის ოფისი)“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას.

2024

ბანერები