მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მე-8 საერთაშორისო სოციოლოგიური კონფერენცია "სოციოლოგია პანდემიაში"

ღონისძიებები

24-25 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციოლოგთა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სოციოლოგია პანდემიაში“.

24 ივლისს კონფერენცის საპატიო სტუმარი, საერთაშორისო სოციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სარი ჰანაფი და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სოციოლოგები ისაუბრებენ კოვიდ-19 პანდემიის სოციალურ შედეგებსა და სოციოლოგიაზე პოსტპანდემიურ პერიოდში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. კონფერენციაზე ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოდან, შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი კვლევის შედეგები. კონფერენცია დასრულდება 25 ივლისს.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე. შეხვედრის ბმული თემატური პანელების მიხედვით  იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგში.

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები