„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია
ღონისძიებები
7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია.
სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით. კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ქართული იდენტობისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევების განხორციელებას და ტრავმის რეპრეზენტაციის თავისებურებათა შესწავლას კულტურული მეხსიერების არტეფაქტებში.
სახელმძღვანელო შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ ფარგლებში.
პრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის შემდგენლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი, ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე და დოქტორანტი ნინო ბოკუჩავა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2024