მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კვლევითი განაცხადის საბოლოო შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე  მისაღები ზეპირი გამოცდის  განრიგი და აუდიტორიები საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით  იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ.

ზეპირ გამოცდაზე  დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

მნიშვნელოვანია! ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.           

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე,რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გისურვებთ წარმატებებს!


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

2025

 

ბანერები