მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე მიღება დაიწყო

ახალი ამბები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ფონდ ღია საზოგადოების (FPOS) მხარდაჭერით აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.

ტრენერებისა და სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3DE4FzG

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 2021 წლის 19 სექტემბრამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: corruptionhunters@idfi.ge

2021 წელი

 

ბანერები