მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსულტაციები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთათვის

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწყებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის კონსულტაციების გამართვას 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონსულტაციებზე რეგისტრაცია საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის დაიწყება 2019 წლის 4 ოქტომბერს. კონსულტაციები იწარმოებს 7-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით.

კონსულტაციაზე რეგისტრაციისთვის მობრძანდით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრში (A 204 ოთახი) ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2 22 00 09 (200).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონსულტაციების მიზანია, დაგეხმაროთ სემესტრის სწორად დაგეგმვაში. შესაბამისად, მიიღებთ რჩევებს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით და არა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საგნების ან ჯგუფების შეცვლის მოთხოვნის განხილვა და ა.შ. 

საგნებზე დარეგისტრირებისას შესაძლო პრობლემების, საგნების ან ჯგუფების შეცვლის მოთხოვნასა და მსგავს თემებთან დაკავშირებით მოგვმართეთ განცხადებით. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია განცხადებას 3 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და გაცნობებთ გადაწყვეტილებას.

ბანერები