მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტსა და ტრომსოს უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისთვის 1-თვიან გაცვლით პროგრამაში ''Eurasia Peace Exchange Program'' მონაწილეობის მისაღებად.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი კვლევის ნაწილზე იმუშაონ ჰამბურგის ან ტრომსოს უნივერსიტეტებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა სადოქტორო კვლევის სფეროც დაკავშირებულია პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევების საკითხებთან.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტი სრულად დაფარავს ვიზიტთან დაკავშირებულ ხარჯებს (საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯები). ასევე გაიცემა სტიპენდია 10000 ნორვეგიული კრონის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების პაკეტი გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

1) CV;
2) სადოქტორო თემის ხელმძღვანელის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
3)გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კვლევითი სამუშაოს გეგმა (ინგლისურ ენაზე).

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 18:00 საათი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება შესაბამის კომისიასთან.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები