მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრების კანდიდატურაზე

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატის ორ ვაკანტურ ადგილზე.

საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე შემდეგ ელფოსტაზე: info@iliauni.edu.ge. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტს:

  • კანდიდატის სახელი და გვარი მის მიერ დაკავებული აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ფაკულტეტის სახელწოდება;
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 9 სექტემბრის 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2021 წლის 15 სექტემბრის 18:00 საათამდე.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 20 სექტემბერს, 11:00-იდან 16:00 საათამდე (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. N32, B 201 აუდიტორია).

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს.

2021 წელი

ბანერები