კონფერენცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე
ღონისძიებები
23 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება კონფერენცია „საერთაშორისო ვაჭრობა: გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ორგანიზებულია სტუდენტური ორგანიზაციის „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ (GSFL) და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.
კონფერენცია შეეხება საერთაშორისო ვაჭრობის, თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკური პოლიტიკის თემატიკას, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია როგორც გლობალურ დონეზე, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკის მკვლევრები და თემის შემსწავლელი სტუდენტები. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა, მოისმინოს დისკუსიები შემდეგ თემებზე:
- საერთაშორისო ვაჭრობა, პოლიტიკა და საქართველო
- აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური განვითარების მოდელები (სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია)
- არგენტინის ეკონომიკური გამოწვევები და გამოცდილება
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://www.tfaforms.com/5161516?ID=701Ri00000bAFi2IAG
მონაწილეებს, რომლებიც ყველა სესიას დაესწრებიან, გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატები.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების მონაწილეობას ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 23 ივნისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
2025