მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კარმენ ვან დენ ბერგის ლექცია „ბოკაჩოს მემკვიდრეობა: ზეპირი, ვიზუალური და ციფრული დეკამერონი“

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლეიდენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი კარმენ ვან დენ ბერგი წაიკითხავს ლექციას „ბოკაჩოს მემკვიდრეობა: ზეპირი, ვიზუალური და ციფრული დეკამერონი“.

ლექცია ნაწილია სამაგისტრო კურსისა, რომელსაც უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიეტა ჩიხლაძე.

კარმენ ვან დენ ბერგი ლეიდენის უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის დეპარტამენტს (LUCAS) ხელმძღვანელობს. ასევე თანამშრომლობს ლუვენის უნივერსიტეტთან (KU Leuven), როგორც ფლამანდიური სამეცნიერო კვლევების საბჭოს (FWO) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პროექტით „იტალიელ მწერალთა როლი XX საუკუნის გაზეთებსა და ჟურნალებში“. მის კვლევით ინტერესებში შედის იტალიური მოდერნიზმი, ომისდროინდელი იტალიური პროზა, (ნეო)რეალიზმი კინოსა და ლიტერატურაში, საარქივო კვლევა, ლიტერატურული კანონი და ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებები.

დრო: 12 ნოემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით

სამუშაო ენა: ინგლისური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DaH7BR

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები