მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ისტორიის დოქტორ თეა ქართველიშვილის მოხსენება „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“

ღონისძიებები

25 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“ (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტების მიხედვით).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორია დიდწილად პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია. აფხაზეთის ა/რ-ის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას წინ უსწრებდა ფსევდომეცნიერული ისტორიული ნაშრომების ტირაჟირება და პროპაგანდა. ობიექტური რეალობის აღსადგენად არსებითი მნიშვნელობა აქვს ავთენტური წყაროების შესწავლას, რომელთაგანაც ყველაზე დიდი სანდოობით დოკუმენტური მასალა გამოირჩევა. ისტორიული საბუთები მრავალფეროვანი შინაარსისაა და მოცემული რეგიონების ისტორიას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს. აღნიშნული მასალა თემატურად დაჯგუფებულია რამდენიმე კატეგორიად: რა შინაარსით გამოიყენებოდა ტერმინი „აფხაზეთი“ და „აფხაზი“, ოსი მოსახლეობა როდის და რატომ დაფუძნდა ქართლის სამეფოში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ადგილობრივ ფეოდალებსა და სამეფო კართან, რა ვითარება შეიქმნა რუსეთის გაბატონების შემდეგ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები