


ილიაუნიში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“
ახალი ამბები
10-12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ (https://lexicography21.iliauni.edu.ge/).
კონფერენცია 2022 წელს დააარსეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 55 მეცნიერი დანიიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან და ა.შ., ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის მიმართულების დოქტორანტები, ევროპული სამაგისტრო პროგრამის (European Master in Lexicography) კურსდამთავრებულები, მათ შორის ქართველი კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტები.
კონფერენციაზე გაიმართა 11 სამეცნიერო სხდომა, მონაწილეებმა მოისმინეს 25 მოხსენება, სამი პლენარული მოხსენება, 9 კვლევა კი პოსტერების სახით იყო წარმოდგენილი.
- კონფერენციის ორენოვანი პროგრამა გამოქვეყნებულია ბმულზე: https://lexicography21.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/11/Program-final_print.pdf
- კონფერენციის მოხსენებების თეზისების ორენოვანი კრებული კი – ბმულზე: https://lexicography21.iliauni.edu.ge/thezisebis-krebuli/
კონფერენციის მხარდამჭერები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფრანგული კომპანია „IDM ჯგუფი“, სულაკაურის გამომცემლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო“ , ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი „ავიცენა“.
საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ ჩატარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მომდევნო კონფერენცია გაიმართება 2025 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2023
გალერეა