მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტები პორტოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ადამია და სადოქტორო საფეხურის სტუდენტი დიმიტრი ხახიშვილი 1-დან 6 ივლისამდე მონაწილეობას მიიღებენ პორტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბაზაზე დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში.

მათთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 13 წარმომადგენელი.

სტუდენტების ვიზიტს აფინანსებს პორტოს ფილოსოფიის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის პროექტი ერთ-ერთი გრანტის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრების თემები:

  • შუა საუკუნეებისა და ადრეული მოდერნული ფილოსოფიის შემეცნების თეორიების ტრანსფორმაციის კვლევა და თეორიების გავლენა გვიანდელ სქოლასტიკაზე;
  • ადამიანური შემეცნების ბუნება და მისი საზღვრების პრობლემა;
  • შემეცნების პროცესში ინტელექტისა და წარმოსახვის მნიშვნელობა;
  • საგნების მენტალური რეპრეზენტაციის პრობლემა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში (განსაკუთრებით თომა აქვინელთან) და შუა საუკუნეობრივი შემეცნების თეორიის კრიტიკა და ალტერნატიული გზების ძიება.

ნინო ადამიას საკვლევი თემა „The issue of Verbum Interius: Thomas Aquinas's Perspective“ ეხება თომა აქვინელის შინაგანი სიტყვის თეორიასა და მის მიმართებას ინტელიგიბილურ ფორმა-სახეებთან.

დიმიტრი ხახიშვილისა − "On the relationship between Intellect and Sense Cognition in Thomas Aquinas's theory of the soul, according to Sententia libri de Anima, III". იგი განიხილავს თომა აქვინელის შემეცნების თეორიას, კერძოდ, მის კომენტარს არისტოტელეს ტრაქტატზე „სულის შესახებ“.

2024

ბანერები