ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტმა მაკა ლორთქიფანიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტმა მაკა ლორთქიფანიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლელო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
მაკა ლორთქიფანიძის პროექტია „ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ფსიქიკური ჯანმრთელობა: დეპრესია, შფოთვა და ცხოვრებით კმაყოფილება“.
გამარჯვებულებს შორის არიან ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინისა და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტები.
კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ულოცავს მაკა ლორთქიფანიძესა და ილიაუნის სხვა გამარჯვებულ დოქტორანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
2024