მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტრომსოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სეზონური სკოლა

ახალი ამბები

2017 წლის 23-28 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ტრომსოს უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (ნორვეგია) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სეზონური სკოლა: Bridging Divides: European and Eurasian Perspectives on Peace and War.

სეზონურ სკოლაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და პროფესორები ნორვეგიიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და ყირგიზეთიდან.

სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექციები და ჯგუფური სამუშაოები მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევის საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

სკოლის მიმდინარეობისას მონაწილეები შეხვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელს. განიხილეს საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში; სკოლის მონაწილეები ესტუმრნენ წეროვანის დევნილთა დასახლებას და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ადგილზე არსებული სიტუაციის გასაცნობად. ასევე ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის აკადემიას ქალაქ გორში, სადაც მოისმინეს ლექცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ბანერები