მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის საერთაშორისო ონლაინვორკშოპი Iviron through the Ages

ღონისძიებები

2 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ონლაინვორკშოპი, რომლის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომელთა კვლევის საგანს წარმოადგენს შუა საუკუნეების მონასტრები, კერძოდ ივირონი.

ათონის მთის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონასტერს, რომელიც 980-იან წლებში დააარსეს ქართველმა ბერებმა, საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალობა. ვორკშოპი ეძღვნება ივირონის დაარსებიდან 1040 წელს.

ვორკშოპზე, რომელიც საფუძველს ჩაუყრის სხვადასხვა აკადემიური ტრადიციის მკვლევართა თანამშრომლობას, განიხილავენ ივირონის რელიგიურ, ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ განზომილებებს სხვადასხვა პერსპექტივიდან მეთოდოლოგიური მიდგომებით.

აბსტრაქტების წარდგენის წესი და ტექნიკური მოთხოვნები

  • შემოთავაზებული მოხსენებები უნდა იყოს ორიგინალური, გამოუქვეყნებელი;
  • ინგლისური აბსტრაქტი, მაქს. 300 სიტყვა, word ფორმატი, შრიფტი Sylfaen, ზომა 11, ინტერვალი 1,5;
  • სამუშაო ენა – ინგლისური;
  • ინგლისური აბსტრაქტები და მოკლე ბიოგრაფია, მაქს. 100 სიტყვა.

აბსტრაქტები გამოგზავნეთ შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ნინო ჭიჭინაძესთან ელექტრონულ ფოსტაზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge

აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2023 წლის 10 ივლისი.

აბსტრაქტების მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2023 წლის 31 ივლისამდე.

2023 წელი

 

ბანერები