ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის კვირეულს უმასპინძლებს
ახალი ამბები
17-20 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს სოციოლოგიის კვირეულს, რომელიც მიზნად ისახავს სოციოლოგიის, როგორც აკადემიური დისციპლინის, ფართო საზოგადოებასთან დაახლოებას და სოციოლოგიური ცოდნის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
კვირეული ფოკუსირდება სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე და საზოგადოებრივ დისკურსში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მხარდაჭერაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მოხსენებები და პანელური დისკუსიები, რომლებიც შეეხება საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სოციალურ გამოწვევებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:
- ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული აკადემიური პერსონალი
- დოქტორანტები და დამოუკიდებელი მკვლევრები
სოციოლოგიის კვირეული წარმოადგენს ღია სივრცეს მსჯელობისა და დიალოგისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური ცოდნის გადატანას ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში.
დეტალური პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2025