მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

განცხადება სტიპენდიის შესახებ

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი იწყებს განცხადებების მიღებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ექვივალენტით ლარში და გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში. სტიპენდია გადაეცემა ორ შერჩეულ სტუდენტს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მოკლე განაცხადი თავიანთი საკვლევი თემის შესახებ და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე 26 სექტემბრამდე.

ზეპირი გასაუბრება გაიმართება 28-29 სექტემბერს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • დაინტერესებული აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები;
  •  დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა დაასაბუთონ სამოტივაციო წერილში (1-2 გვერდი) თავიანთი ინტერესი და საჭიროება სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ასევე მიუთითონ, თუ როგორ უკავშირდება მათი სადოქტორო კვლევითი პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ძირითად თემატურ სამუშაო მიმართულებებს და ასევე აღწერონ, როგორ დაეხმარება მათ აღნიშნული სტიპენდია მომავალ აკადემიურ კარიერაში;
  • აპლიკანტები არ შეიძლება იყვნენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორები და/ან ფონდის ყოფილი სტიპენდიატები.

სტიპენდიის პროგრამაში შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდია განახლდება ყოველწლიურად პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უკავშირდება მათ საველე კვლევას ან წარმოადგინონ აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, სასურველია,  სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა ან კონფერენციებში.

გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

 

ბანერები