მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამოვიდა ილიაუნის პროფესორ ტიმოთი ბლაუველტის წიგნი

ახალი ამბები

გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორის, ტიმოთი ბლაუველტის წიგნი „ნესტორ ლაკობას გზა: კლიენტელიზმი და ეროვნება ადრეული საბჭოეთის ფეოდალურ მამულში“.

წიგნი ეფუძნება ფართომასშტაბიანი ორიგინალური კვლევის მიგნებებს და წარმოგვიდგენს ადრეული პერიოდის საბჭოთა აფხაზეთისა და მისი ქარიზმატული ლიდერის, ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნესტორ ლაკობას გამაოგნებელ ისტორიას. აფხაზეთი – საბჭოთა კავშირის შავიზღვისპირა რეგიონის პატარა რესპუბლიკა – პარტიის ლიდერების დასასვენებელი ადგილი და თამბაქოს მსხვილი მწარმოებელი გახდა. ნესტორ ლაკობამ, აფხაზეთის უპირობო „ბოსმა“, მძლავრი ადგილობრივი ეთნიკური მანქანა აამუშავა და საბჭოთა პატრონაჟის პოლიტიკის გავლენიან კომპონენტად აქცია. ლაკობას „მოღვაწეობის“ გამო ბრალი დასდეს ნეპოტიზმში, კორუფციაში, სისხლიან შურისძიებაში, თანხების გაფლანგვაში, ფულის გამოძალვასა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში. ამგვარმა ბრალდებებმა პარტიის გამობრძმედილი გამომძიებლებიც კი გააოგნა. ლაკობა და მისი თანაგუნდელები არაერთხელ გაასამართლეს, მათ ბოროტმოქმედებათა გამოსაძიებლად და განსასჯელად არაერთი კომისია თუ ტრიბუნალი შეიქმნა, თუმცა ისინი წარმატებით ახერხებდნენ პარტიის ძლევამოსილი მესვეურების დარწმუნებას მათ შეუცვლელობაში, სანამ საჯაროდ არ გაასამართლეს სტალინური ტერორის პიკის პერიოდში.

ტიმოთი ბლაუველტის შესახებ

ტიმოთი ბლაუველტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების რეგიონული დირექტორია სამხრეთ კავკასიაში. იგი არის არაერთი რეფერირებადი სტატიისა და წიგნის თემატური თავის ავტორი. ტიმოთი ბლაუველტის თანარედაქტორობით შეიქმნა ორი კრებული: ''Georgia after Stalin: Nationalism and Soviet Power'' (ჯერემი სმიტთან ერთად, Routledge, 2016) და ''The Transcaucasian Democratic Federative Republic of 1918: Federal Aspirations, Geopolitics, and National Projects '' (ადრიან ბრისკუსთან ერთად, Routledge, 2021, მზადდება გამოსაცემად).

 

2021 წელი

ბანერები