ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია
ღონისძიებები
10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია.
კრებულის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ამავე დასახელების კონფერენცია კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველ და ფრანგ სპეციალისტთა მონაწილეობით. კონფერენციის მასალები 2023 წლის დეკემბერში დაიბეჭდა აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures.
წინამდებარე ნაშრომი ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას. ის უხვად ილუსტრირებულია.
გარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს. კრებულში ასევე გამოყენებულია მისი შესრულებული ოთხთავის იშვიათი ხელნაწერის რვა და „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანის ერთი ილუსტრაცია.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024