მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ესეების კონკურსი „COVID-19 პანდემიასთან გამკლავება: სტუდენტების პერსპექტივა“

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი 15 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს. შერჩეული ესეები წარდგენილი იქნება კონფერენციაზე, რომელიც იმართება პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ, პანდემიის პირობებში (IPP)“ ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდება 26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

წარდგენილი ესე უნდა აღწერდეს პირად გამოცდილებებს ან/და თანატოლებზე დაკვირვებებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სტრესსა და მასთან გამკლავების ხერხების შესახებ. 

პრიორიტეტი მიენიჭება ნაშრომებს, სადაც ავტორები მოახერხებენ, კონკრეტული  შემთხვევების განხილვის გზით, მკითხველებისთვის ნათელი გახადონ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობა კრიზისულ სიტუაციაში. 

ნაშრომები შეირჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებისა და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლების მიერ. 

ესეს მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბაკალავრო საფეხურის  სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს;
  • ესეს მოცულობა უნდა იყოს 1000-2000 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,5;
  • ესსეს თან უნდა დაურთოთ Curriculum Vitae;
  • ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს წარმდგენ პირს, პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.  

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე cas@iliauni.edu.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ - COVID 19 პანდემიასთან გამკლავება - სტუდენტების პერსპეტივა

წერილში მიუთითეთ სახელი და გვარი, სასწავლო პროგრამის დასახელება, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

შერჩეული ესსების ავტორებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

IPP პროექტს აფინანსებს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი (ECHO) და თანადაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს, სომხეთისა და ავსტრიის წითელი ჯვრის ორგანიზაციებთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ინსბრუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. 

2022 წელი

ბანერები