მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელისო ელიზბარაშვილის მოხსენება „კულტი და თაყვანისცემა ბიზანტიურ ისტორიოგრაფიულ ნარატივში“

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ელისო ელიზბარაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „კულტი და თაყვანისცემა ბიზანტიურ ისტორიოგრაფიულ ნარატივში (VIII-XIII სს)“.

მომხსენებელი ისაუბრებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის FR-18-677 ძირითადი შედეგების შესახებ. განიხილავს ბიზანტიელ ისტორიკოსთა თხზულებებში ასახულ ხატებისა და რელიკვიების აპოტროპეულ ფუნქციას, სამხედრო ტრიუმფის ქრისტიანულ ელემენტებს, წმინდა რელიკვიების adventus ცერემონიას, კეთროვანთა რიტუალურ მკურნალობასა და საიმპერატორო კულტთან მიმართებას.
სემინარზე გაიმართება მონოგრაფიის პრეზენტაცია.

დრო: 16 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N3)

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები