


დოქტორანტ სრომონ შარკარის საჯარო მოხსენება „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“
ღონისძიებები
30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“.
მომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს ინდოეთში, ბენგალის დელტაში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ კლიმატური ცვლილების ადაპტაციის პროგრამას და მის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკას, კრიტიკულად გააანალიზებს ადაპტაციას, როგორც გარემოს მართვის ახალ რეჟიმს, რომელმაც ძირეულად გარდაქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი დელტის კულტურული გეოგრაფია, ბუნებრივი ლანდშაფტი და სოციალურ-ეკოლოგიური ურთიერთობები.
სრომონ შარკარი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინტერდისციპლინურ მკვლევრად ინდოეთსა და ევროკავშირში. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების აკადემიის ასოცირებული წევრია.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 30 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025