


დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
ღონისძიებები
29 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy, Identity and Citizenship).
ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
დოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს, მათ შორის, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან: პროფესორი თომას გუტმანი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 29 აპრილი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025