დოქტორ ლამარა ნებიერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კავკასია ჰოლოცენის დასაწყისში – მეზოლითი, ნეოლითი და ქალკოლითი“
ღონისძიებები
23 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება დოქტორ ლამარა ნებიერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია ჰოლოცენის დასაწყისში − მეზოლითი, ნეოლითი, ქალკოლითი“.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს იწვევს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერები და დოქტორანტები, პოსტერებს წარადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
კონფერენციაზე იმუშავებს
მომხსენებელთა სექცია– რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე, კონფერენცია – 11:00 საათზე.
პოსტერების სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე, კონფერენცია – 11:00 საათზე.
კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
განაცხადისა და მოკლე რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2024; 23:59 სთ.
მონაწილეობის ეტაპები დეტალურად იხილეთ დანართში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 23 დეკემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1
დასწრება თავისუფალია.
2024