მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დევიდ გრაიჩიკის ლექცია „საერთაშორისო ტერორიზმი“

23 დეკემბერს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დევიდ გრაიჩიკმა გამართა ლექცია თემაზე: „საერთაშორისო ტერორიზმი“. დევიდ გრაიჩიკი 1984-2010 წლებში აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდა, ასევე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი. ამჟამად დევიდ გრაიჩიკი საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისედ მუშაობს კულტურული განვითარების მიმართულებით.

ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 9 სექტემბერს მომხდარ მოვლენებზე, რამაც გარდატეხა მოახდინა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში. მან მოკლედ მიმოიხილა 9/11 ტრაგედიის წინმსწრები მოვლენები და აშშ-ის ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გაამახვილა ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების მიდგომასა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის დაძლევის სტრატეგიებზე. შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა. 

ბანერები