მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცვლილება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობის პროგრამების ჩამონათვალში

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს შიდა მობილობას პროგრამაზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამაზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამაზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გამოყოფილია 10 ვაკანტური ადგილი. 10-ზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობის შესაძლებლობა ექნება პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 10 კანდიდატს;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტები პროგრამაზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შიდა მობილობას შეძლებენ დანართ 2-ში განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ პირობების დაკმაყოფილების შესახებ ცნობა);
  • შიდა მობილობის – ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის – შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 19 ივლისი,  18:00 საათის ჩათვლით;
2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები