


ახალი სამაგისტრო პროგრამის წარდგენა და საჯარო ლექცია „რატომ ლექსიკოგრაფია?!“
ღონისძიებები
29 ივნისს, 17:00 საათზე, გიწვევთ პროფესორ თინათინ მარგალიტაძის საჯარო ლექციაზე „რატომ ლექსიკოგრაფია?!“
ლექციის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ლექსიკოგრაფიის სწავლებასა და დარგის განვითარებას.
ბაკალავრიატის საფეხურის სხვადასხვა ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტებისათვის იკითხება საგანი „ლექსიკოგრაფიის შესავალი“. აკრედიტაცია გაიარა სადოქტორო მოდულმა „ელექტრონული ლექსიკოგრაფია", რომელიც მეოთხე მოდულად დაემატა სადოქტორო პროგრამას „ციფრული ჰუმანიტარია“.
ამასთან დასრულდა მუშაობა სამაგისტრო პროგრამაზე „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რომელიც აკრედიტაციის პროცესს გადის და შემოდგომის სემესტრიდან იგეგმება მასზე სტუდენტების მიღება.
ლექციის მიზანია ყურადღება გაამახვილოს დარგის მნიშვნელობასა და დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა პერსპექტივებზე.
მომხსენებლის შესახებ
თინათინ მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით, „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი, მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ შემდგენელი და რედაქტორია; ასევე არის ინგლისურ-ქართული სამხედრო, ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური, ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონების რედაქტორი.
2017 წლიდან დღემდე იყო ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX), აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (AFRILEX), ჩრდილოეთ ამერიკის ლექსიკონის საზოგადოების (Dictionary Society of North America, DSNA), ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLEX, European Master in Lexicography) წევრი. 2012-2018 წლებში კი – ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) მმართველი საბჭოს წევრი.
ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3tGdeXc
დრო: 29 ივნისი, 17:00 საათი
ფორმატი: ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ფორმატში დასწრების სასურველი ფორმატის მითითება არა უგვიანეს 2022 წლის 27 ივნისისა.
ონლაინ ფორმატზე რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ლექციის Zoom-ის ბმულს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო, ფიზიკურ სივრცეში რეგისტრირებული მონაწილეები ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობაზე, ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3tHS8rx
Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3b8TOnG
2022 წელი