მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში" – ასოცირებული პროფესორის, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა

ღონისძიებები

5 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში  ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში  ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში”.

კვლევის მოკლე მიმოხილვა

კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი, არაწრფივი, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი ფოკუსია ქართველ პროფესორთა მოგონებები, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილება, ასევე მათი წარმოდგენა მომავლის შესახებ დეკოლონიური და პოსტსოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევა დაფუძნებულია ნარატიულ-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც მძლავრად წარმოაჩენს ქცევების, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებათა გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში.

მომხსენებლის შესახებ

ქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო (2024). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა, კოლექტიური მეხსიერების, ნარატივებისა და ბიოგრაფიების კვლევა. 2024 წლის მარტიდან ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია განათლების პოლიტიკის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

 

 

ბანერები